გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ოპოზიციამ თავისი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი, მინისტრობის შემდეგ მყისიერად გამილიარდერებული ბატონი დავით კეზერაშვილი ამოიცნო

13-10-2022

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში განმარტა, თუ რატომ აღმოჩნდა ოპოზიციისათვის მიუღებელი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მინისტრის თქმით, ოლიგარქის განსაზღვრებაში ოპოზიციამ დავით კეზერაშვილი ამოიცნო.


„ოპოზიციას ეს კანონპროექტი არ მოეწონა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შესაძლოა, ამოიკითხეს მათი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელიც, რომელიც, სხვათა შორის, იყო თავდაცვის მინისტრი და მინისტრობის შემდგომ მყისიერად გამილიარდერებული დავით კეზერაშვილი. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, შეუწყდეთ დაფინანსების წყარო და შემდგომში ჰქონდეთ ამ ადამიანთან ნებისმიერი კავშირის დეკლარირების ვალდებულება", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.