გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

'SOCAR'-ში ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება

13-10-2022

14 და 15 ოქტომბერს, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Mastercard-თან ერთად ახალ აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ქსელში  გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.

აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard სადებეტო ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი 20% ქეშბექს მიიღებს, ხოლო "ახალი" ბარათით გადახდისას - 30% ქეშბექს დაიბრუნებს. თუ „ახალი" ბარათის მფლობელს არჩეული ექნება კატეგორიის ქეშბექი „ავტო/მოტო", დამატებით კიდევ 5% ქეშბექი დაუბრუნდება. 

 

აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი შეძლებს სოკარის ლოაილობის ბარათის Energy Card-ის გამოყენებას.

 

აქციით სარგებლობისთვის, საჭიროა ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში 'სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის' შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. ლიბერთის სადებეტო Mastercard ბარათით გადახდისას CashBack ლიმიტი 500 ლარია, ხოლო 'ახალი' ბარათის ქეშბექის ლიმიტი: CashBack - 500 ლარი + დამატებითი ქეშბექი 50 ლარი + 50 ლარი კატეგორიის ქეშბექის ლიმიტი.

 

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.