გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

13-10-2022

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მადრიდის სამიტზე მიღებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, მისი პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.


ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბელგიის სამეფო ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.