გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობას დამეგობრებული რეგიონებიდან ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები მიიღო

28-11-2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 24 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები მიიღო დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელი პირებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან.
ზურაბ პატარაძეს სამძიმარს უცხადებენ ყაზახეთის მთავრობა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი, ნახიჩევანის ა/რ უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის რეგიონების გუბერნატორები, სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორი, ასევე ლატვიისა და ბელარუსის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები.
დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და გულწრფელად თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყანას.