გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა

15-10-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა. 


შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 


ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.  


მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

 
ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების, ასევე, სამომავლო პროგნოზების შესახებ. 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერნიკმა პოზიტიურად შეაფასა ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ EBRD მზადაა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში.