გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

17-10-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა. 


შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 


ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის, საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. 


მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენა, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო ეკონომიკებზე.  
ლაშა ხუციშილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია 2022-2023 წლების ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ და აღნიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებული ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

  
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ახალი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში.