26-06-2018
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ბენაშვილის ხელფასმა გასული წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე 1 200 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს წევრის უძრავ ქონებაში შედის თბილისში მდებარე ბინა (110 კვ.მ), რომლის შესაძენადაც მან 2008 წელს 150 000 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის თანახმადვე, ალექსანდრე ბენაშვილის უძრავ ქონებაში ასევე, შედის მიწის ნაკვეთი (7 549 409 კვ.მ), რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარეობს. მის შესაძენად საკრებულოს წევრმა 87 000 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის თანახმადვე, მანვე, ამავე სოფელში, 2014 წელს 8 315 კვ.მ ფართობის მქონე ფერმა 30 000 ლარად შეიძინა.
ასევე, დეკლარაციის მიხედვითვე, 2015 წელს, ალექსანდრე ბენაშვილმა სასოფლო–სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა, ტრაქტორი და კომბაინები შეიძინა. მათ შესაძენად დახარჯულმა თანხამ 300 000 ლარი შეადგინა.
საკრებულოს წევრის მოძრავ ქონებას, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა შეადგენს, რომლის შესაძენადაც მან 20 000 ლარი გადაიხადა.