გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე 412 კომპანია დარეგისტრირდა

21-10-2022

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეკორდული რაოდენობის კომპანია დარეგისტრირდა - რეგისტრაცია 412 ბიზნესმა გაიარა.

 

 ისინი შემდეგ ნომინაციებში ეცდებიან საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას: 

  • საუკეთესო პროდუქტი
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

ნაწილობრივ შეიცვალა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

  

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSEდა „აწარმოე საქართველოში“.  UN Women-მაწელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევითი კომპანია ANOVA.

 

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

გამარჯვებულებს დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში ჟიური გამოავლენს.