გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ხანიშვილმა კონფერენციაში „ქართული ჩაი“ მონაწილეობა მიიღო

24-10-2022

ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია „ქართული ჩაი“ გაიმართა.

 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

 

კონფერენცია საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო.

 

 ღონისძიებაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე,  ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“ ხორციელდება 2016 წლიდან, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. საქართველოში სექტორის წარმოების განვითარების  მიზნით, დაგეგმილია  ახალი ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალხარისხიანი და პრემიუმ კლასის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

 

კონფერენცია სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“  ორგანიზებით გაიმართა და მისი დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩაის კერძო სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.