გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო დოლიძე: ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ინფორმაცია

31-10-2022

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, მათი ინტერესის სფეროა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, თუმცა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ხოშტარიას პარტია რუსული ფულით ფინანსდება.

 

,,ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენს ინტერეს იწვევს ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა არ დაგვინახავს ის რისკები, რომ ფულს იღებს რომელიმე პარტია, ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას პარტია,’’ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნინო დოლიძემ.