გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მდინარე ჩიხურაში ხელოვნურად გამრავლებული ნაკადულის კალმახის ლიფსიტები გაუშვეს

28-06-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საოჯახო საწარმო, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებარე ობიექტზე მიმდინარე და ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის დაბა კვერეთში, საშენ მეურნეობაში წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის ქართული კალმახის სახეობის აღდგენა ხორციელდება. ლევან დავითაშვილმა, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საშენ მეურნეობაში ხელოვნურად გამრავლებული რამდენიმე ასეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა ბუნებრივ გარემოში, მდინარე ჩიხურაში გაუშვა. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საშენი მეურნეობა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მეთევზეობის სფეროს განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება ბატონი გიგლა აგულაშვილის დროს დაიწყო. უმნიშვნელოვანესია გადაშენების პირას მყოფი, წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების ველურ ბუნებაში დაბრუნება-აღდგენა, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სამინისტრო. დღეს პირველად მოხდა ლიფსიტების ველურ ბუნებაში გაშვება, რასაც წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების უძღოდა წინ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2016 წლიდან, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ახალ პროექტზე, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებაზე დაიწყო მუშაობა. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. დღეისათვის, ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.