კვირა, მაისი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ანდრია გვიდიანი: წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ გატარებულ როგორც ეკონომიკურ, ისე გონივრულ საგარეო პოლიტიკასთან

1-11-2022

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოს გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს შეუერთდება- წერს ანდრია გვიდიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ.

 

ექსპერტის თქმით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები და ამ ყველაფრის არდანახვა და მსგავსი მიღწევების გაუბრალოება, უბრალოდ მავნებლობაა.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური რთული პროცესებიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებიც კი პრაქტიკულად რეცესიის წინაშე დგანან.

 

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები. უფრო მეტიც, წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც. თავის მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ გატარებულ როგორც ეკონომიკურ, ისე გონივრულ საგარეო პოლიტიკასთან.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოს გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს შეუერთდება. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ ამ ყველაფრის არდანახვა და მსგავსი მიღწევების გაუბრალოება, უბრალოდ მავნებლობაა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არსებული ტემპების შესანარჩუნებლად და გასაზრდელად”- წერს გვიდიანი Facebook-ზე.