გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე და მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა

1-11-2022

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში ყველა პარამეტრი უმჯობესდება.

 

მისი თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. დუნდუას ვარაუდით, სწორი რეფორმებით საქართველო შეძლებს და 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

 

,,ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში, ეს არის 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლის ბოლო ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და მართლაც, გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა.

 

ასე რომ, ყველა პარამეტრი არის მწყობრში, ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა პარამეტრი, ყველა მიმართულება საქართველოში უმჯობესდება,’’ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.