გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა

1-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში  განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. 


განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.