გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

1-11-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სამე ნაგუიბ ვაბას და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და მიწის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტოფ პუშს შეხვდა.
 
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. 
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას.
 
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის ფისკალურ პარამეტრებზე.
 
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას.