28-06-2018
ტრაგედიით დასრულდა სოფელ წუნართან მომხდარი ავარია, რა დროსაც 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ტრაგიკული შემთხვევა ცხინვალი-ზნაურის გზაზე მოხდა. 51-წლის ტრაქტორისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავდა 12-წლის ბავშვიც.
,,მძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ბავშვები ახლავთ," - აცხადებს დეფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაქტორისტი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.