გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დუშეთის ცენტრალური ქუჩების განახლებისთვის 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება

28-06-2018

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაციისთვის 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი გულისხმობს დუშეთში, რუსთაველის, ერეკლე მეორის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმინდა ნინოსა და შამანაურის ქუჩების რეაბილიტაციას. ეს ქუჩები ცენტრალური პარკის მიმდებარედ მდებარეობს, რომელსაც ასევე უტარდება რეაბილიტაცია. 

დუშეთის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპით ინფრასტრუქტურის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა და სამუშაო ხელის დამატება მოითხოვა. 

imedinews.ge