გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

3-11-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის  სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022  წლის ოქტომბერში  საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  ზრდა 2021  წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა.

ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა ოქტომბერშიც.  

 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია. 

2022 წლის 10 თვეში საქართველოში  4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,   2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა  +188.5%-ს შეადგენს.  2019 წლის იანვარი-ოქტომბრის  მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი  54.8%-ია.  

2022 წლის 10 თვეში საქართველოში  3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან  შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი  68.8%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.