გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში მიიღეს მონაწილეობა

3-11-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა - ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42 კილომეტრიანი დისტანცია 4 საათში 50 წუთში წარმატებით დაფარეს.


მონაწილეებს სამახსოვრო მედლები გადაეცათ. 


ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს.


საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.