გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

3-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს  ერინ მაქიის შეხვდა. 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ  მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში. 


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი,  USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექს სოკოლოვსკი,  ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე აარონ რუპერტი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.