გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება

29-06-2018

ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში საზაფხულო არდადეგები გაუქმდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 ბაღში 2 013 აღსაზრდელი სწავლობს. ასევე, ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია მიმდინარეობს.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნატო ჩოხელი ამბობს, რომ მასწავლებლებს შვებულებები ივლისსა და აგვისტოში გადაუნაწილდებათ: „ამიტომ უწყვეტად ვიმუშავებთ. მანამდე სოფლის ბაღებში არდადეგები ისეც არ იყო, მხოლოდ ქალაქში ისვენებდნენ აგვისტოში, ახლა არც ერთ ბაღში აღარ გვექნება წყვეტა“.

ნატო ჩოხელის თქმით, ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესი სოფლებში უწყვეტია, ქალაქის ბაღებში კი ყოველი თვის დასაწყისში მიმდინარეობს.

რამდენი აღასაზრდელი დარეგისტრირდა და რამდენის მიღება შეუძლიათ ქალაქ ახალციხის ბაღებში:

ახალციხის N1 საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 139 ბავშვია დარეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ 50 აღსაზრდელს აიყვანს.

ახალციხის N1 ბაგაში 37 განცხადება შევიდა და 37–ვეს მიიღებენ.

ახალციხის N6 ბაღში ამ ეტაპზე 15 განცხადებაა შესული, თუმცა 42 აღსაზრდელის მიღება შეუძლიათ.
ახალციხის N1 ბაგა–ბაღში 80 ადგილია.

ახალციხის N2 ბაგა–ბაღში 30 განაცხადია შესული და 60 აღსაზრდელის მიღება შეუძლიათ.
ახალციხის N3 ბაგა–ბაღში 50 ადგილია.

ახალციხის N4 ბაგა–ბაღში ამ ეტაპზე 15 განაცხადია შესული და 5 თავისუფალი ადგილია.

რაც შეეხება ახალციხი N5 ბაღს ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

droa.ge