გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან

9-11-2022

,,ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!!ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა, როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული!’’- ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრო ირაკლი ზარქუა ნიკანორ მელიას.

 

როგორც ზარქუა წერს, ღირსია მელია რომ ხაბეიშვილმა გადააყენოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან.

 

,,ნიკანორ მელია - ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!!ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული!

 

სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეობის თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!!!’’ - წერს ზარქუა.