გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თიბისი ფაბრიკაფიტი 2022 - ურბანული არტის ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია

11-11-2022

თიბისის მხარდაჭერით, 12 და 13 ნოემბერს ფაბრიკაში ურბანული არტის ფესტივალი ფაბრიკაფიტი 2022 გაიმართება. ფესტივალი, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, მეხუთედ ჩატარდება და მის ფარგლებში 16 ქართველი არტისტი მოხატავს ფაბრიკის კედლებს.  თიბისისთვის ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რასაც ფესტივალი ემსახურება.

 

ფაბრიკაფიტი სხვადასხვა ურბანულ აქტივობას და ქუჩის მხატვრობას მოიცავს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პანელურ დისკუსიებს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ქუჩის მხატვრობის ჭრილში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ. ასევე, ფაბრიკაფიტი 2022-ზე ახალგაზრდა ქართველი გრაფიტი არტისტის, მიშიკო სულაკაურის წიგნის ,,თბილისი კომენტარით" პრეზენტაცია გაიმართება.  ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე დასწრება უფასოა.

 

ფაბრიკაფიტი 2022

 

თიბისი მუდმივად უჭერს მხარს ახალი თაობის განვითარებას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.