კვირა, მაისი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, თავის მხრივ მელიას ყავს დამცველები - ძმები ახალაიები

11-11-2022

ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცადა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დამცველები ყავს ნიკა მელიასაც. ესენი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან.

 

„მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, მელიასაც ყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.