გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კოვზანაძის და გოგი კონტრიძის წიგნის: „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

11-11-2022

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის და პროფესორ გოგი კონტრიძის წიგნის „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა შერატონ გრანდ მეტეხი პალასში.

 

პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა, რომელთა შორის იყვნენ: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წიგნის რედაქტორი ელგუჯა მექვაბიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ავტორებს აკადემიური წრის წარმომადგენლებს, ბანკირებს ფინანსისტებს მიულოცეს განახლებული, გადამუშავებული ვერსიის გამოცემა.

 

ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე და აღნიშნა, რომ ,,თანამედროვე საბანკო საქმე - თეორია და პრაქტიკა“, პირველად გამოიცა 2014 წელს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა.

 

„საბანკო საქმე, საბანკო მენეჯმენტი სწორედ ამ წიგნით ისწავლებოდა და ისწავლება საქართველოს უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ჩვენი შრომის ყველაზე კარგი შეფასება და დაფასებაა. 8 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა საბანკო სფეროში, როგორც თეორიაში ასევე პრაქტიკაში, სწორედ ამ რეალობების გათვალისწინებით წარმოგიდგინეთ წიგნის ახალი, გადამუშავებული გამოცემა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.

 

მისი თქმით, სახელმძღვანელო იძლევა თანამედროვე კომერციული ბანკის ორგანიზების და თანამედროვე საბანკო ოპერაციების განხორციელების საქმეში სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობას. 704 გვერდიანი სახელმძღვანელო მოიცავს საბანკო სისტემის და კომერციული ბანკის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. ნაშრომში განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები, როგორც საქართველოს შემთხვევაში ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის და არამარტო. სახელმძღვანელო დაეხმარება ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულების მაგისტრებს, დოქტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს ბანკირებს. წიგნი, როგორც ბეჭდური სახით, ასევე ონლაინ უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.