გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

15 ნოემბერი ქონების გადასახადის გადახდის სავადო თარიღია

14-11-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა.


დღეის მონაცემებით, 330,672 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.


აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).