« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
15-11-2022
დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც ვოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ - ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას ეხმიანება.
„ამ ფოტომემატიანეში ყველაფერი "შესანიშნავია", მათ შორის სიძეც - "ობიექტური" და "მიუკერძოებელი" ექს-დიპლომატი კურტ ვოლკერი, ქართულ პოლიტიკაში დიდი "სპეციალისტი". მის მეუღლეს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ - ია მეურმიშვილს, საერთოდ არ ვერჩი. აი "მისი ცოლის დაქალები" - მეჯვარე ეკა კვესიტაძე ამ "საოჯახო იდილიას" ნამდვილად ამშვენებს და ამ cosa nostra-ს პოლიტიკურ "არაანგაჟირებას" მხოლოდ ამძაფრებს... მაგრამ ყველა ბედნიერ ოჯახს სჭირდება მყარი ფინანსური საფუძველი. ამ კუთხით, რა თბილია ის მეორე ფოტოსურათი - სადაც ამა წლის ივლისის დღეებში, ლონდონში, მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი "ქოლ-ცენტრებით" ახეული ფულით, "დევნილი მედია-მენეჯერი" კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე "შეყვარებულ" ვოლკერს.
ისიც მიირთმევს, ღებულობს ამ დაპატიჟებას, პრინციპიდან: "ქურდის ქურდი - ცხონდება". დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც ვოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ - ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები...“- წერს ქართველიშვილი.