გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე: საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია - ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ

15-11-2022

ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე - როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დავით კეზერაშვილისა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას.


მდინარაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ვოლკერსა და კეზერაშვილს ხელოვნებაზე ესაუბრათ.


„საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას. ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, ვითომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეფუთული, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ,“ - განაცხადა მდინარაძემ.


ცნობისთვის, მედიაში დავით კეზერაშვილის და კულტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველი ფოტო ვრცელდება. სააგენტო "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.