გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვარჰეი: საქართველომ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაა მისი ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა

15-11-2022

მიმაჩნია, რომ აი ამ სირთულეების პირობებში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და აი, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს სათქმელი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზადა ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა, - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში.


„ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში, და ყველა ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე მას ეხება, ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და აი ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ,"- აღნიშნა ვარჰეიმ.