გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლივერ ვარჰეი: ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ

15-11-2022

ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ, რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ოლივერ ვარჰეს თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით ეროვნული კონსესუსის მიღწევა აუცილებელია, ასე მუშაობს სისტემა და ასე იყო გაფართოების გზაზე სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.


„უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა. სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2004-ში, 2007-ში გაფართოების გზაზე. ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს. სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება. ამიტომ, არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება. რაც არ იცვლება, არის ის, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს საქმეს და ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია. ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.