გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ

15-11-2022

ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში , ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ყველა დონეზე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინის სუვერენიტეტს. მისი თქმით, საქართველომ ომი 2008 წელს გამოსცადა, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბით.


„დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა , ბუნებრივია, უკრაინაში არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს , მათ დამოუკიდებლობას. ჩვენი საერთო სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა ასეთი ომი, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბით. 2008 წელს. როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან საკმაოდ სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა , ბატონო კომისარო. წელსაც, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 9 თვეში. 100 000 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში და თქვენ თავად ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი , ზოგადად მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი არის გააქტიურებული, ამიტომ ამ თვალსაზრისით , რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად ჩვენი პრინციპულობით , მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში , რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში , ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.