გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე

15-11-2022

შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე და პირდაპირი, უშუალო კავშირი დამყარდება ევროპასთან, არ არის მხოლოდ კერძო კავშირები, ასეთი პირდაპირი კავშირი ეკონომიკას სჭირდება-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის საკვანძო ფლაგმანური პროექტები საქართველოსთვის ახალ ინვესტიციებს მოიტანს.


„უკვე ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ფლაგმანურია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში - მწვანე ელექტროენერგიას. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს, ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც ევროპასთან უშუალოდ და პირდაპირ, იმიტომ, რომ ეს არამხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე არსებობს დაკავშირებადობა, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით. ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე და როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის საშუალება. აქ შევჩერდები, ამ ოთხის ჩამოთვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მსხვილებია. მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან. ძალიან კარგად ვუყურებ და ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ ახლებს",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.