გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ევროკომისარ ვარჰეის მიერ დეზავუირებულია დესტრუქციულთა პროპაგანდა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია და საჭიროა "მეორე ფრონტის" გახსნა

15-11-2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპელი ჩინოსნების განცხადებები ეფუძნება ანალიტიკოსებისა და მრჩევლების ერთობლივ ანგარიშებს.

 

როგორც აბაშიძე წერს, ოლივერ ვარჰეიმ თბილისში ჩამოიტანა ბრიუსელის ის გზავნილები, რომლებიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

 

„ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა [ჩვენებურად მინისტრმა] ოლივერ ვარჰეიმ თბილისში ჩამოიტანა ბრიუსელის ის გზავნილები, რომლებიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ევროპელი ჩინოსნების განცხადებები ეფუძნება ანალიტიკოსებისა და მრჩევლების ერთობლივ ანგარიშებს. ბიუროკრატიულ ჟარგონზე ეწოდება LTT (Line to take, რა პოზიცია უნდა დაიკავო).

 

ეს გახლავთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ ქვეყნებში სასაუბრო. ევროკომისარ ვარჰეის მიერ დეზავუირებულია დესტრუქციულთა პროპაგანდა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია და საჭიროა "მეორე ფრონტის" გახსნა. ბრიუსელის მაღალჩინოსნის უმთავრესი გზავნილი იყო - საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის მისი ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. საგულისხმოა ევროკომისრის სხვა მნიშვნელოვანი არაორაზროვანი განცხადებებიც, კერძოდ: საქართველო აქტიურად მუშაობს 12-ვე პრიორიტეტის შესრულებაზე, პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, კორუფციასთან ბრძოლაში, სადაც მოწინავე ქვეყანაა.

 

ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ. გვინდა გვქონდეს პარტნიორობა სანდო ენერგო მოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში.

 

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არამარტო შავი ზღვის, არამედ სხვა მიმართულებების დამაკავშირებელი და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენ რეგიონებს შორის. ყველა პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ. საქართველომ მკაფიოდ გვაჩვენა სურვილი, როდესაც გააკეთა განაცხადი გაწევრიანების შესახებ, მზად ვართ, დაგეხმაროთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, რომ 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი. არ მინდა აქცენტი გავაკეთო ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება ამოცანებზე, რომლებიც მიგვიყვანს ევროპისკენ, ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან რუსეთის ომი უკრაინაში არის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები, საქართველო შეიძლება იყოს ასეთი საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. ჩვენი კრიტერიუმები არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს, დეოლიგარქიზაციაზე ქვეყანას ვთხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა - საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა“- წერს აბაშიძე.