გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე სამადაშვილი ოლივერ ვარჰეიზე: ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც როგორც ჩანს ნორმალური განწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ

15-11-2022

ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც უნგრეთის წარმომადგენელია, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე. დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს მის მიმართ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში.

 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს აქვს საკუთარი ასევე პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე და ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილაციით.

 

რეალობა დღეს ასეთია - ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე. როგორც აღმოჩნდა, რეალურად გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე თუ ვსაუბრობთ ევროპაში, ვნახეთ, რომ დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს მის მიმართ, გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.