გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში ახალი გარე განათების სისტემები მოეწყო

16-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში გარე განათების სისტემების მოწყობა აქტიურად გრძელდება. 


ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებულია ქალაქ ვალეში და მუნიციპალიტეტის 12 სოფელში. ესენია: წყორძა, გურკელი, წინუბანი, წნისი, ტატანისი, სვირი, ბოგა, ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა, ივლიტა და ჯულღა. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


გარდა ამისა, მიმდინარე წელს ახალი გარე განათების სისტემები მოეწყობა სოფლებში აწყურში, ტყემლანასა და მუგარეთშიც.


სამუშაოების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.


პროექტები დგილობრივ მამაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, დასახლების საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე შეარჩიეს.


გარე განათებების მოწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები   მომავალშიც გაგრძელდება.