გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბაზაზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს!

17-11-2022

აღნიშნულ ცენტრში ხორციელდება არქეოლოგიური არტეფაქტების კამერარული და ლაბორატორიული დამუშავება (ნივთების გაწმენდა, კონსერვაცია, აღწერა-დახასიათება, ფონდებში განთავსება, პასპორტიზაცია და ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია).

 

ცენტრი სრულიად არის აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით: აქვს თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა.

 

სარესტავრაციო ლაბორატორიის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, დაზიანებული არტეფაქტების გაწმენდა, გამაგრება და აღდგენა.

სააგენტოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მზადაა უმასპინძლოს დარგის სპეციალისტებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, ახალგაზრდა დამწყებ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს - ექსპედიციების, თემატური ფორუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად!