17-11-2022
გინდა დიდი ფულით იყვნენ მხარდაჭერილი და გინდა მყვირალა და გაცვეთილი უცხოური სახელებითა თუ პოლიტიკოსებით!- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მიუხედავად მათი უცხოელი ლობისტების შეშფოთებებისა, რადიკალების სიყალბეს წარმატება არ უწერიათ!
„გახსოვთ წყეული გავრილოვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯერ არ იყო ჩამჯდარი და ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელობით ოპოზიციას უკვე დროშები და საპროტესტო ბანერები რომ ჰქონდა გამზადებული? სწორედ ამ სერიიდან არის მათი ყალბი მტკიცებულებები და ძალიან საეჭვო ვერსიები; ერთ მშვენიერ დღეს „ტვ ფორმულას“ ეთერიდან გვესმის ფარული ჩანაწერები, სადაც ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ესაუბრება, შინაარსსა და გაშუქების ეტაპებს თუ დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ამ პროვოკაციული საუბრის ინიციატორიც, ჩამწერიც და შემდგომში “ტვ ფორმულასთვის” მიმწოდებელიც ევტუშენკოვია.
მიზანი: ოპოზიციას უნდა შეექმნა მტკიცებულება, რომ იმ დროს, როდესაც ყველა უკრაინას მხარეზეა, საქართველო პირიქით რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. რა თქმა უნდა ამ სიყალბემ წარმატება ვერ მოიპოვა! არც თუ დიდი ხნის წინ ბათუმის პორტში კეზერაშვილის უახლოესი მეგობრის, ვანო ნაკაიძის ჩარევით რუსეთიდან სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოდის, რომელიც საქართველოსგან საბაჟო თანხმობას ვერ იღებს, მიუხედავად ამისა ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა! ეს ინფორმაციაც ყალბი აღმოჩნდა! ომისა და ღალატის პარტიები, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს საქართველოს სახელის შებღალვას, რისთვისაც ყალბი ინფორმაციების გავრცელებასა და ასევე ყალბი მტკიცებულებების წარმოდგენას არასოდეს არ თაკილობენ.
უნიჭო სცენარებს მიუხედავად, მიუხედავად მათი უცხოელი ლობისტების შეშფოთებებისა, რადიკალების სიყალბეს წარმატება არ უწერიათ! მათი მარცხის მიზეზი კი მარტივი ასახსნელია, სიყალბითა და დესტრუქციით საკუთარი სახელმწიფოსთვის ბრძოლა ჯერ არავის არ მოუგია, გინდა დიდი ფულით იყვნენ მხარდაჭერილი და გინდა მყვირალა და გაცვეთილი უცხოური სახელებითა თუ პოლიტიკოსებით!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.