გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

18-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესშიავსტრიის მთავრობის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობის საკითხი.

 

„სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სატყეო სექტორის რეფორმირებაა; შესაბამისად, უწყების მიზანს სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.  მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენ ახლახან დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესი. ვფიქრობ, სატყეო სექტორის რეფორმის ეფექტიანი განხორციელებით, შევძლებთ ევროკავშირთან მნიშვნელოვან დაახლოებას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

თომას მიულმანმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით,  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.