გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა და შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსებისთვის

18-11-2022

აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებას სანქციების დაწესების მიზნით კამპანია არ უწარმოებია, ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს და შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსებისთვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.


მთავრობის მეთაურის თქმით, ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობდა პარლამენტის ტრიბუნიდან, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო.


„მესამე შეკითხვა შეეხებოდა რუსულ აგრესიას უკრაინაში. ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს რუსეთი და იმისთვის, რომ თავისი სამხედრო, პოლიტიკური და სხვა მიზნები განახორციელოსო და რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ნაკლებად დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზეო. ეს არის ამ ვაჟბატონების და ქალბატონების კითხვა. ეხლა მთავარი მინდა შევახსენო ყველას. ხომ ვერ გამახსენებდით, ძვირფასო ოპოზიციის და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო ვაშაძე, თქვენ იყავით მინისტრის მოადგილე, ადეიშვილის მოადგილე და სხვებიც აქ, ვინც არიან. აგვისტოს ომის შემდეგ, ვინმეს თუ გახსენდებათ, რომ რაიმე სახის კამპანია აწარმოეს მათ სანქციების დაწესების მიზნით. ვინმეს გახსენდებათ? რა თქმა უნდა, არა. მსგავსი არ მომხდარა. ვინმეს თუ გახსენდებათ, რა რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი აი ამ ადამიანებმა ომის შემდეგ?! ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო კაპიტულანტური, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუცია და ტექსტი, რომელიც საჯარო დოკუმენტია. ვინმეს თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცა ყოფილი ხელისუფლება იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია, უბედურება, ომი დასრულდა, აგვისტოს ომი, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, ათასობით ადამიანი გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, მივიღეთ დამატებით დევნილები და ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. თან, ე.წ მათი აღიარება. ამის შემდეგ, თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცნენ ეს ადამიანები, აგვისტოს ომის შემდეგ? მე შევახსენებ მათ. აქ რომ საუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ რაღაც პატრიოტული ვითომ განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ, რომელმაც არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია, ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს. თუ გახსენდებათ, როგორი პოლიტიკა აწარმოეს ომის შემდეგ? მე მახსოვს ძალიან კარგად. მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი, მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ, ომის შემდეგ მაქვს საუბარი. ომამდე რა გააკეთეთ და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე, ეგ ძალიან კარგად ვიცი. ომის შემდეგ, გელაპარაკებით იმაზე, რომ თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები. ბატონი მერაბიშვილი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მეორე არაფორმალური მმართველი, ღიად ამბობდა ამ ტრიბუნიდან, რომ მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ცნობილი გამონათქვამია, გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ, ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციებზე მიერთებაზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.