გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

3-07-2018

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაშავდა.

შემთხვევა თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მოზარდს "გოლფის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადასვლას ცდილობდა.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"რუსთავი2"