გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზატორობით, საქართველოში პირველად ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

21-11-2022

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღელსი სასწავლებლების სტუდენტებმა და ახალგაზრდული ინოვაციური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება წელს საქართველოში პირველად ჩატარდა.


მისი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობის ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებთან, კერძო კომპანიებთან, აკადემიურ წრეებთან ერთად ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვებში მონაწილეობა.


ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე. „წელს ჩვენ გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ფორუმი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებისთვისაც ჩავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მეტად იყვნენ ჩართული ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროცესებში. ამავე დროს, ახალი თაობა ასევე არის ამ ტექნოლოგიების მომხმარებელიც და ამდენად, უკუკავშირი მათთან პრიორიტეტულია," - განაცხადა ეკა ყუბუსიძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას.


„ახალგაზრდულ ფორუმზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ისევე როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციების პრეზენტაციები.


მათი მეშვეობით შესაძლებელია სრული სურათის წარმოჩენა, რას აკეთებს მთავრობა, აგრეთვე კომერციული და არასამთავრობო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა.


ახალგარდულ ფორუმზე ახალგაზრდები გაეცნენ ინტერნეტის მოკლე ისტორიას, მოისმინეს პრეზენტაციები საერთაშორისო ინტერნეტ ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ინტერნეტმმართველობის ადგილობრივი „სტეიქჰოლდერებისგან", შეიტყვეს მათი როლი ინტერნეტის მმართველობისა პროცესში და ზოგადად ინტერნეტმმართველობის მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციაში. ღონისძიებაზე საუბარი წარიმართა ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტის, ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების, ინტერნეტკონტენტის ხელმისაწვდომობის, ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობისა და სხვა საკითხებზე.


ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოების (ISOC Georgia) მასპინძლობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).