გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოზარ სუბარი პრეზიდენტს: არ მინდა ვიფიქრო, რომ სააკაშვილის შეწყალებას ამზადებთ!

21-11-2022

ქალბატონო სალომე, არ მინდა დავიჯერო, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, როგორ შეიწყალოთ (მიხეილ სააკაშვილი), როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან, - ასე მიმართა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტს Postv-ის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“. 

 

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან აშფოთებს, რადგან განცდას უტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს.

 

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თითქოს „გადაახვია“ თავისი ყოფილი განცხადებები. გვახსოვს, არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ შევიწყალებო. დღეს უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ „ჰო, არ ვიწყალებ ჯერჯერობით, მაგრამ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა მოკვდეს…“.

 

ქალბატონო სალომე, გარწმუნებთ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება და არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი იმას, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, რათა შეიწყალოთ, როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან. ასევე, არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენც იმ აგენტოკრატიაში გადიხართ.

 

მესმის, რომ საფრანგეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ, მესმის, რომ საფრანგეთში არის თქვენი პირველი სამშობლო ან მეორე - არ ვიცი, მაგრამ როცა არჩევანი დადგება, თქვენ მაინც იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხართ, სადაც უნდა შეასრულოთ თქვენი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები და ნუ დაგვიწყებთ შემზადებას იმაზე, რომ „ის ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამიტომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მივიღო“. ძალიან შემაშფოთა დღეს ამ თემამ“,- განაცხადა სუბარმა. 

 

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აგენტებით ქვეყანა ვერ იმართება.

 

„რაც შეეხება ზოგადად იმას, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის კრიზისი და ეს არის ძალიან კარგი ამ ქვეყნისთვის. ხშირად კითხულობენ - რატომ ვერ დაამთავრეთ ამდენი ხანი „ნაციონალური მოძრაობაო“. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: ერთ-ერთი მიზეზი არის ფინანსური რესურსები, რომელიც მოიპარეს და დღემდე აქვთ. ეს ფინანსური რესურსები გადაზრდილია მედიარესურსებში, მაგრამ მთავრი არის ის, რომ ეს არის აგენტურა, რომელსაც აცოცხლებს ის, ვისი აგენტებიც არიან - მათი პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა. მაგრამ ისინიც უნდა დარწმუნდნენ, რომ აგენტებით ეს ქვეყანა ვერ იმართება, რადგან ქვეყნის უმრავლესობისთვის მიუღებელია ის იდეები, რა ამ აგენტურას აწუხებს. ამიტომაც აქვთ მცირე მხარდაჭერა და ამიტომაც ვერასდროს გაიმარჯვებენ”- განაცხადა სუბარმა.