გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

22-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანმოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საქმიან ეზოში ჰქონდა მოწყობილი.


თბილისის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახერხისაამქრო და სხვადასხვა ლოკაციაზე დასაწყობებული დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.


სახერხი საამქროს ტერიტორიიდან და ეზოში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯამში, ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 15,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ.  გარბილი. 

 

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.