გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ პრესის ჯიხური გაქურდეს

3-07-2018

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ პრესის ჯიხური გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯიხურის მეპატრონემ მარინა კიკალიამ განუცხადა, წაღებულია 600 ლარამდე ღირებულების სიგარეტები და სხვა ნივთები.

„პოლიციაში დღეს დილით მივედი, მითხრეს, რომ ერთ-ერთი პირი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია. მაგრამ ამბობენ, რომ მასთან სხვა პირიც იყო, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა. მარტო სიგარეტი იყო 600 ლარის. ასევე წაღებულია ენერგეტიკული სასმელები, საღეჭი რეზინი და ნაყინი“, - ამბობს მარინა კიკალია.

"ინტერპრესნიუსი"