გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23-11-2022

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" და „ზ" ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ჩადენილი ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილი ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორი დაზარალებულის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ბრალდების მხარე განაჩენს, უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.