გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

3-07-2018

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა,შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს. დასრულებული შენობების შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სიტემები სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო სტანდარტს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. ცენტრი 800-ი რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა. ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი გაეცნენ.