გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბულგარეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

24-11-2022

ქალაქ სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ბიბლიოთეკის დირექტორმა კრასიმირა ალეკსანდროვამ და საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა აღნიშნეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წვლილი ამ საქმეში და მადლობა გადაუხადეს ცენტრს იმ წიგნებისთვის, რომელიც საჩუქრად გადაეცა ბიბლიოთეკას.


აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე შეხვდა კრასიმირა ალეკსანდროვას.


შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმებით ბულგარეთის ეროვნული ბიბლიოთეკა უსასყიდლოდ გადასცემს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის და ოთხი ოსმალური სიგელის დიგიტალურ ასლებს, რომელშიც არის ცნობები საქართველოზე.


გარდა ამისა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე შეხვდა ი.დუიჩევის სახელობის სლავურ-ბიზანტიური კვლევების ცენტრის დირექტორ ვასია ველინოვას. მხარეები შეთანხმდნენ სპეციალისტების ურთიერთგაცვლაზე, ბულგარეთში ქართველი დოქტორანტების სტაჟირებასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბულგარელი მკვლევრების მუშაობაზე.