გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

24-11-2022

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი.


კონგრესში მონაწილეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ცენტრში დაცული როგორც ქართული ისე აღმოსავლური  კოლექციის გამორჩეული ნიმუშები: რუმის „მესნევი“, ნიზამის „ხამსა“ (ხუთი პოემა), საადის „ბუსთანი“, „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ხელნაწერი და სხვა.


სტუმრებს უმასპინძლა და ხელნაწერები გააცნო ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსმა თამარ აბულაძემ.