გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან და ფსევდოლიბერალურ, ნეოტროცკისტულ მყრალ ჭაობშია

27-11-2022

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი საშინელი ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან სულიერების უკიდურესი დეფიციტია საქართველოში, ქრისტიანულ სამყაროში და ნებისმიერ ქვეყანაში - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან და ფსევდოლიბერალურ, ნეოტროცკისტულ მყრალ ჭაობშია.


„დღეს საპატრიარქოს ყველაზე მეტად ისინი უტევენ, ვინც ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისგან და ფსევდოლიბერალურ, ნეოტროცკისტულ მყრალ ჭაობშია.

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი საშინელი ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან სულიერების უკიდურესი დეფიციტია საქართველოში, ქრისტიანულ სამყაროში და ნებისმიერ ქვეყანაში. ნუ ვეძებთ დამნაშავეს სხვაგან - გინდ ერში, ბერში, მთავრობასა თუ მხედრობაში. სამწუხაროდ, თითქმის არავის გვაქვს Mea culpa-ს (ჩემი ბრალია) განცდა. დამნაშავეებს ვეძებთ სხვაგან! ნებისმიერ ეროვნულ ტრაგედიაზე უბინძურესი პოლიტიკური სპეკულაცია კი უზნეობის უსასრულო ფსკერის წრფეში ძევს. მშვიდობა და გამოფხიზლება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.