გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს შვიდობას და კეთილდღეობას

27-11-2022

ყველაფერი, რაც ეკონომიკას აძლიერებს და რაშიც ფული იდება, მუდმივად ხდება დარტყმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნელნელა ჩამოყალიბდა ოპოზიციის ჩვეულებრივ დანამატად, ინსტრუმენტად, ეს ინსტრუმენტი რა თქმა უნდა, ურტყამს ვიღაცას, ვინც ეკონომიკაში რამეს გააკეთებს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

 

ბექა დავითულიანის თქმით, სპეციალურად ურტყამენ ყველაფერს ისეთს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს შვიდობას და კეთილდღეობას, რადგან სხვანაირად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

 

„ყველაფერი, რაც ეკონომიკას აძლიერებს და რაშიც ფული იდება, მუდმივად ხდება დარტყმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნელნელა ჩამოყალიბდა ოპოზიციის ჩვეულებრივ დანამატად, ინსტრუმენტად. ეს ინსტრუმენტი რა თქმა უნდა, ურტყამს ვიღაცას, ვინც ეკონომიკაში რამეს გააკეთებს, ისევე, როგორც ურტყამენ ქართულ ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში და ამბობენ, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, რაც ასევე ტყუილია, იმიტომ, რომ ეს ზრდა დაწყებული იყო, სანამ ეს ომი დაიწყებოდა.

 

ურტყამენ ყველაფერს ისეთს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს შვიდობას და კეთილდღეობას. ურტყამენ სპეციალურად, იმიტომ, რომ სხვანაირად ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვლენ“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.